ავტორიზაცია

გუდმუნდსონის ტრანსფერით სამი ტოპ კლუბი ინტერესდება

გუდმუნდსონის ტრანსფერით სამი ტოპ კლუბი ინტერესდება
თარიღი 26 აპრ 2024, 12:37
"ჯენუას" თავდამსხმელი ალბერტ გუდმუნდსონი სამი ტოპ კლუბის სამიზნეა. 

ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, ისლანდიელის ტრანსფერით სერია A-დან ორი გუნდი და ინგლისის პრემიერ ლიგის ერთი კლუბი ინტერესდება. 

იტალიაში ფეხბურთელს ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი" აინტერესებს, ხოლო ნისლიან ალბიონში - ლონდონის "ტოტენჰემს". 

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში გუდმუნდსონმა 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.