ავტორიზაცია

ლევერკუზენმა მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა

ლევერკუზენმა მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა
თარიღი 06 მაი 2024, 00:05
გერმანიის ბუნდესლიგის გასულ ტურში ლევერკუზენი აინტრახრს დაუპირისპირდა და მარტივად, 5:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ყველა ტურნირზე ლევერკუზენს უკვე ზედიზედ 48 თამაშია არ წაუგია.

ამ მაჩვენებლით ლევერკუზენმა ისტორიული რეკორდი დაამყარა და ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიით ბენფიკას გაუტოლდა.

მსგავსი შედეგი პორტუგალიურმა კლუბმა 1965 წელს დააფფიქსირა, როცა ასევე 48 შეხვედრა ჩაატარა წაუგებლად.