ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ გუშინდელი თამაშის შემდეგ პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა

მანჩესტერ სიტიმ გუშინდელი თამაშის შემდეგ პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა
თარიღი 26 აპრ 2024, 14:05
მანჩესტერ სიტისა და ბრაიტონის მატჩი 4:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კევინ დე ბრეინე დასახელდა და სწორედ მას ეკუთვნის თამაშის პირველი გოლი.

აღსანიშნავია ფილ ფოდენის ბრწყინვალე პერფორმანსიც. ნახევარმცველს ამ სეზონში უკვე 24 გოლი აქვს გატანილი. მედიის თქმით, მისი სახელი შეიძლება წლის ფეხბურთელის ტიტულის სიაშიც კი აღმოჩნდეს.

მანჩესტერ სიტის პრემიერ ლიგაში კიდევ ხუთი მატჩი დარჩა და გუნდს საკმაოდ კარგი პოზიცია უჭირავს.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს გაიმართება სიტის შემდეგი თამაში ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგ..