ავტორიზაცია

ქართველმა მილიარდერმა ინგლისური კლუბი შეიძინა

ქართველმა მილიარდერმა ინგლისური კლუბი შეიძინა
თარიღი 06 მაი 2024, 23:00
ინგლისის ლიგა 1-ის კლუბი, Wycombe Wanderers ქართველმა მილიარდერმა შეიძინა - ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ყაზახეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ლომთაძის კომპანიამ Blue Ocean Partners II Limited-მა კლუბის აქციების 90% იყიდა და დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.

Forbes-ის მონაცემებით, მიხეილ ლომთაძის ქონება 5,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მილიარდერთა სიაში 535-ე ადგილს იკავებს. Wycombe Wanderers კი ინგლისის პირველ ლიგაში 2023/24 წლების სეზონი მე-10 პოზიციაზე დაასრულა.